გაიცანით პროფესიონალები, რომლებიც თქვენს მუსიკას ახალ სიცოცხლეს შთაბერავენ.

კომპანიის დამფუძნებელი / აუდიო ინჟინერი
დაიბადა 1988 წლის 10 იანვარს საქართველოში, ქალაქ ქუთაისში.
1994-2003 წლებში სწავლობდა ქალაქ ქუთაისის 32-ე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, ხოლო 2003-2006 წლებში სწავლობდა ქელბაქიანის სახელობის კოლეჯში.
6 წლის ასაკიდან 13 წლის ასაკამდე (1994-2001 წლებში) მღეროდა საბავშვო სტუდია "ჩიორა"-ში.
16 წლიდან (2004 წლიდან) დღემდე გახლავთ ჰიპ-ჰოპ არტისტი, ზედმეტსახელად Fly.
2004-2008 წლებში ქალაქ ქუთაისში დაარსა საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია. 2008-2019 წლამდე მუშაობდა ქალაქ თბილისში, სხვა და სხვა ხმის ჩამწერ სტუდიებში, აუდიო ინჟინერად.
2011-2022 წლამდე მუშაობდა ერთ-ერთ რადიოში აუდიო ინჟინერად.
2022-2023 წლამდე მუშაობდა "Georgian Dream Studio"-ში.
2019 წლიდან არის დამფუძნებელი სტუდია "ინსაუნდი"-ს.
მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ხმის ჩაწერის, ედიტის, ტონალობის კორექციის, საუნდ დიზაინის, მიქსინგის და მასტერინგის სფეროში. გამოირჩევა პასუხისმგებლობით, პედანტობით და პროფესიონალიზმით.

კომპანიის თანამშრომელი / ბითმეიქერი
დაიბადა 1992 წლის 26 ნოემბერს რუსეთში, ქალაქ ბელგოროდში.
საქართველოში, ქალაქ თბილისში საცხოვრებლად გადმოვიდა 1997 წელს და დღემდე იქ ცხოვრობს.
1999-2011 წლებში სწავლობდა ქალაქ თბილისის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში.
მუსიკასთან დაამყარა კავშირი ბავშვობიდანვე, რადგან დედა უკრავდა ფორტეპიანოზე, მამა გიტარაზე.
ალექსანდრე ამავდროულად არის მომღერალი, სონგრაითერი, დიჯეი და საუნდპროდიუსერი. უკრავს რამოდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე: ფორტეპიანო, გიტარა, უკულელე, ბას გიტარა და ტუჩის გარმონი.

კომპანიის თანამშრომელი / ბითმეიქერი
დაიბადა 1990 წლის 6 თებერვალს საქართველოში, ქალაქ ბათუმში.
1997-2004 წლებში სწავლობდა ბათუმის ნომერ მეორე მუსიკალურ სკოლაში, საფორტეპიანო კლასში.
2004-2007 წლებში სწავლობდა ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის მუსიკალურ კოლეჯში, საგუნდო სადირიჟორო ფაკულტეტზე.
2007-2011 წლებში სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. სადაც იურისპოდენციის პარალელურად გაიარა ელექტროაკუსტიკური მუსიკის კურსი.
2012 წლიდან დღემდე არის ალტერნატიული რეპ ჯგუფი "BABILONI"-ს დამაარსებელი, ჯგუფის წევრი და მრავალი კომპოზიციის ავტორი რომელიც მილიონობით მსმენელს ითვლის.