2021.12.01 - 18:26:15


  • ვაკო წკრიალაშვილი, იგივე “პატარა პრინცი” დაიბადა 2002 წლის 26 აპრილს, ქალაქ თბილისში. წარმოშობით არის ქალაქი გორიდან.
  • სახელი “პატარა პრინცი” წამოვიდა, ვაკოს უახლოესი ადამიანის, აკაკი ბაბუნაშვილის, იგივე “შავი პრინცის” საპატივცემულოდ. ვაკო წკრიალაშვილი ყოველთვის თავისი სახელით წარსდგებოდა მსმენელის წინაშე და არასოდეს ნდომებია ქონოდა ზედმეტ-სახელი, მაგრამ მოხდა მის ცხოვრებაში ისეთი სამწუხარო მიზეზი, (შავი პრინცის გარდაცვალება) რის გამოც ბოლო 3 წელიწადია “ვაკო” შეიცვალა “პატარა პრინცით”
  • პირველად, როცა ჰიპ-ჰოპს მოუსმინა იყო 7-8 წლის. 9 წლის იყო, როდესაც დაიწყო ფიქრი ჩაეწერა თავისი საკუთარი მუსიკა. დიდხანს არ დააყოვნა და პირველი სინგლი ჩაწერა 9 წლის ასაკში, (ინსპირაცია იყო “შავი პრინცი”) ხოლო სერიოზული სტუდიური ჩანაწერი ქონდა 12 წლის ასაკში. ამ პირველი ჩანაწერით გამოხატავდა პროტესტს მაშინდელი მისი თვალით დანახული რეალობის მიმართ.
  • რამოდენიმე ვიდეო კლიპი აქვს არტისტს, მაგრამ ის ვიდეო კლიპი, რაც სურს ქონდეს, ჯერჯერობით არ აქვს გადაღებული.
  • ვაკო წკრიალაშვილმა 2016 წელს, პროექტ “X-FACTOR”-ში მიიღო მონაწილეობა. იმ დროს იყო 13 წლის და მაშინ მიიღო დიდი გამოცდილება სცენაზე, კამერებთან და ხალხთან ურთიერთობის. ფილარმონიის სცენაზე გასვლა და მაყურებლის აპლოდისმენტები ვაკოსთვის იყო ძალიან დიდი ემოცია.
  • ქართველ ჰიპ-ჰოპ არტისტებში გამორჩეულად არავის უსმენს, ყველას ადევნებს თვალ-ყურს ვინც კი კარგად და ხარისხიანად აკეთებს თავის საქმეს. კუმირი კი რა თქმა უნდა იყო და არის “შავი პრინცი”
  • ვაკოს ქართულ ჰიპ-ჰოპში ბევრი რამე არ მოწონს და ბევრ რამეს დაამატებდა. მიუღებელია ჩემთვის, რომ ჰიპ-ჰოპ არტისტის ტექსტების 70% რეალობას არ ასახავს და პრეტენზია აქვს იყოს რეპერი. ჰიპ-ჰოპ არტისტი და მუსიკოსი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ლირიკული აფერისტი, მაგას თავი, რომ დავანებოთ, ვფიქრობ პიროვნული უპატივცემულობაა საკუთარი თავის, როდესაც ტექსტში რაღაცეებს მეჰაიპები, მემარიაჟები, მეორე დღეს სიგარეტი არ გიდევს ჯიბეში და სხვას თხოვ! ესეთი ჰიპ-ჰოპ მუსიკა და რეპი მე არმესმის. ნათქვამია, რეპერს თუ ტყვიის ხმა არ გაუგონია ის რეპერი ვერიქნებაო, დანარჩენი კი დროის საკითხია და ცოტა ცოტა გემოვნების, ამბობს ინსაუნდთან ვაკო წკრიალაშვილი.
  • დიდხნიანი პაუზის შემდეგ ახალი სინგლი “მიბანდიტო” ჩაწერა სტუდია “ინსაუნდი”-ში. ამ წლის ბოლომდე აპირებს ახალ მუსიკაზე ვიდეო კლიპის გადაღებას, პრემიერას ტელევიზიებში და სოციალურ ქსელებში.
  • ვაკოს მომავალი გეგმები ძალიან დიდი აქვს. მისთვის მთავარია ეს გეგმები გეგმებად არ დარჩეს და პრაქტიკაში განახორციელოს.
  • ვნახოთ რაიქნება, საკუთარი თავის იმედი მაქ! მერე რა რომ საქართველოა, ვფიქრობ, რომ კაარგი და ხარისხიანი ყველგან და ყველაფერი ფასობს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სტუდია “ინსაუნდს” და მის პროდიუსერს რომეო პაიჭაძეს, რომლებიც დამეხმარნენ ბოლო ნამუშევრის მაღალი ხარისხით შექმნაში, ამბობს ინსაუნდთან ვაკო წკრიალაშვილი.