2021.09.27 - 14:45:03
- სულ მოკლე დროში ძალიან აქტუალური გახდა, როგორც მსოფლიოში ისე საქართველოში ტიკ-ტოკი.
- ტიკ-ტოკის დახმარებით, ძალიან ბევრი ადამიანი ცნობილი გახდა და გაიცნო არა მხოლოდ ტიკ-ტოკის მომხმარებელმა, არამედ გასცდა სოც-ქსელის მომხმარებელს და გადაინაცვლა უფრო ფართო ინტერნეტ სივრცეში, სადაც ყველას შეუძლია გაიცნოს თავიანთი საყვარელი ტიკ-ტოკერები.
- დღეს გვინდა გიამბოთ ბევრისთვის ცნობილ საყვარელ დედმამიშვილებზე “სოსო და ლიზა მალანიებზე” რომლებიც ასევე ცნობილი ტიკ-ტოკერები არიან.
- სოსო დაიბადა 1995 წელს, ლიზა 1999 წელს. წარმოშობით არიან აფხაზეთიდან, კერძოდ ქალაქ სოხუმიდან.
- როგორც სოსომ განაცხადა, ტიკ-ტოკერობა დაიწყეს პანდემიის პერიოდში, როცა ყველანი სახლში ვიყავით გამოკეტილები. არანაირ პოპულარობაზე არ უფიქრიათ და არანაირი გათვლა არ ყოფილა იმის, თუ როგორი ვიდეო უნდა გადაეღოთ და აეტვირთათ, ეს ყველაფერი თავისთავად განვითარდა და იქიდან მოყოლებული, ძალიან ბევრმა ადამიანმა შეიყვარა.
- ტიკ-ტოკის ვიდეოებთან ერთად, ერთ-ერთ სიმღერაზე, რომელიც ეკუთვნის “მერაბ კაშიას” სიმღერა “ძია კაცო” უკვე თავიანთ ტიკ-ტოკ არხზე პოპულარული იყო, ამიტომ გადაწყვიტეს სტუდია “ინსაუნდი”-ში ჩაეწერათ საკუთარი ვერსია “ძია კაცო“-სი, რომელიც ძალიან მოკლე დროში ძალიან პოპულარული გახდა და იუთუბზე უამრავი ნახვებით, დაიპყრო ინტერნეტ სივრცე.
- რამოდენიმე თვის შემდეგ სოსო და ლიზამ მსმენელ-მაყურებლებს, ახალი სიმღერა შესთავაზეს და ისევ სტუდია “ინსაუნდი”-ში ჩაწერეს. ახალი მუსიკალური ვიდეო კლიპი “ვასკი დარიკ დარიკ” ისევ მერაბ კაშიას ეკუთვნის, სიმღერის სახელწოდება კი არის: “ურიელა“
- მინდა თამამად განვაცხადო, რომ ეს ახალი სიმღერაც ძალიან დიდ პოპულარობას მოიპოვებს და პირველ სიმღერას არა მხოლოდ გაუტოლდება თავისი ნახვებით და პოპულარობით, არამედ, გაასწრებს ბევრად 😉
- სოსოს განცხადებით, ტიკ-ტოკი და სიმღერა მხოლოდ გართობაა და სერიოზულად არ უყურებენ ამ ყველაფერს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ხალხს ძალიან უყვართ სოსო და ლიზა მალანიები.
- ლიზა არის მომავალი სტომატოლოგი, ხოლო სოსოს ფეხბურთში ბავშვების მწვრთნელის ლიცენზია აქვს, რომელიც უნდა სამომავლოდ გამოიყენოს და რომელიმე აკადემიაში ბავშვების მწვრთნელი იყოს. ასევე სურვილი აქვს სამომავლოდ, რომელიმე გადაცემის წამყვანი გახდეს.
- მინდა სოსოს და ლიზას დიდი წარმატება ვუსურვო!