რომეო პაიჭაძე (_Fly_)

კომპანიის დამფუძნებელი / ხმის ინჟინერი


  • დაიბადა 1988 წლის 10 იანვარს საქართველოში, ქალაქ ქუთაისში.

  • 6 წლის ასაკიდან 13 წლის ასაკამდე (1994-2021 წლებში) მღეროდა საბავშვო სტუდია “ჩიორა”-ში.

  • 16 წლიდან (2004 წლიდან) დღემდე გახლავთ ჰიპ-ჰოპ არტისტი, ზედმეტსახელად “_Fly_”

  • 2004 წელს ქალაქ ქუთაისში დაარსა საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია. 2008 წლიდან 2019 წლამდე მუშაობდა ქალაქ თბილისში, სხვა და სხვა ხმის ჩამწერ სტუდიებში, ხმის ინჟინერად. ამავ დროულად 2011 წლიდან 2022 წლამდე მუშაობდა ერთ-ერთ რადიოში ხმის ინჟინერად.

  • 2019 წლიდან არის ერთ-ერთი დამფუძნებელი სტუდია “ინსაუნდი”-ს.

  • მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ხმის ჩაწერის, მიქსინგის და მასტერინგის სფეროში. ამავდროულად მუშაობს ბითების და არანჟირების შექმნაშიც. აქვს ნამუშევარი უამრავ ცნობად სახესთან. მისთვის პირველი და უმნიშვნელოვანესი არის უმაღლესი ხარისხი თავის ნამუშევრებში. გამოირჩევა პასუხისმგებლობით, პედანტობით და პროფესიონალიზმით.

 

დავით ხელაძე

კომპანიის დამფუძნებელი / ხმის ინჟინერი


  • დაიბადა 1994 წლის 8 მაისს რუსეთში, ქალაქ მოსკოვში.

  • 9 წლის ასაკიდან 14 წლის ასაკამდე მღეროდა საბავშვო სტუდიაში “მხიარული მატარებელი”-ში.

  • 2015 წელს შექმნა საკუთარი ხმის ჩამწერ სტუდია “Sinus rec” და ამავდროულად იწყებს სწავლას “Creative Education Studio”-ში.

  • 2019 წლიდან არის ერთ-ერთი დამფუძნებელი სტუდია “ინსაუნდი”-ს.

  • აქვს გამოცდილება ვიდეო გამხმოვანების სფეროში, მუსიკის მიქსინგში, ბენდების გახმოვანებაში და ცოცხალ მუსიკასთან მუშაობაში.

  • არის კომუნიკაბელური, მეგობრული, ხარისხზე ორიენტირებული, საქმისადმი ერთგულებით და პროფესიონალიზმით გამორჩეული.