2021.11.24 - 17:32:03
- ერეკლე დეისაძემ დაასრულა ახალი ალბომი, სახელწოდებით “ამ ენით ამენ” რომლის მოსმენას შეძლებთ 25 დეკემბრიდან.
- ალბომი განთავსდება ყველა ციფრულ მუსიკალურ პლატფორმაზე.
- ერეკლემ ალბომზე მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყო, რომელიც ცხრა ნამუშევრისგან შედგება.
- მუსიკოსის განცხადებით, ალბომი “ამ ენით ამენ” სულ სხვა კუთხით გააცნობს ერეკლე დეისაძეს.
- ალბომში შემავალი კომპოზიციებია:
- 1. დიდი ქართველი.
- 2. უბანს.
- 3. სიზმრები არ არიან.
- 4. Love Song (Feat. Dila/Kay-g)
- 5. ცეცხლი უკიდია ყველაფერს.
- 6. კაპიტალი.
- 7. ამ ენით ამენ.
- 8. სეირნობის დროა.
- 9. ინდუსტრიის ქარო (Feat. ჯერონიმო)
- როგორც ერეკლემ განგვიმარტა, ამ ალბომის კონცეფცია იმ ხალხის კრიტიკაა, ვინც სამუშაო ძალას ყიდულობს და უფლებააყრილი ადამიანების ექსპლუატაციას ეწევა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ამ ენით ამენ” იმ ხალხის ხმაა, ვინც საკუთარ შრომას ყიდის, მაგრამ მისი ცხოვრება არ იცვლება. ამას თავის მიზეზები აქვს, რაც დღის წესრიგში არასოდეს დგება, რადგან ამ უთანასწორობის კვალს მათთან მივყავართ, ვინც ჩვენს დღის წესრიგს განკარგავს და ცდილობს ჩვენი ყურადღება პრობლემიდან რაც შეიძლება შორს გადაიტანოს.
- მუსიკოსი ინსაუნდთან საუბრისას ამბობს, რომ ყდის დიზაინზე მაქსიმე მაჩაიძესთან და გიორგი გრძელიშვილთან ერთად იმუშავა. ამბობს, ჩვენს ქვეყანაში ჩაფხუტი უსაფრთხო შრომასთანს კი არა, სიკვდილთან ასოცირდება, ყდაზე კი მას ქოთნის ფუნქცია მივეცი, რაც სიცოცხლის გაგრძელებას გულისხმობს იქ, სადაც უიმედობა და ნიჰილიზმი სუფევს.
- ალბომის ინსტრუმენტალები:
- 1. უბანს,
- 2. სიზმრები არ არიან,
- 3. ცეცხლი უკიდია ყველაფერს,
- 4. კაპიტალი,
- 5. ინდუსტრიის ქარო.
- ავტორი: ჯერონიმო.
- 1. დიდი ქართველი
- 2. Love Song,
- 3. ამ ენით ამენ.
- ავტორი: Kay-g.
- 1. სეირნობის დროა.
- ავტორი: მაქსიმე მაჩაიძე.
- ალბომი ჩაიწერა და დამზადდა, სტუდია “ინსაუნდი”-ში