2021.08.12 - 02:02:53
- როგორც ყოველთვის, დღესაც საქართველოში მოსახლეობის დიდ ნაწილს ძალიან უყვართ ფოლკლორული სიმღერები.
- ბევრი ისეთი ნიჭიერი მომღერალი გვყავს, რომლის შესახებაც შეიძლება საერთოდ არაფერი ან ცოტა რამ ვიცოდეთ საქართველოში.
- ერთ-ერთი ასეთი ნიჭიერი მომღერლი გვინდა გაგაცნოთ (შეიძლება კი იცნობდეთ) 28 წლის “ბაია ბერიძე”
- ბაია დაიბადა სენაკში, ის 3 წლიდან მღერის ხოლო სერიოზულად 18 წლის ასაკიდან დაიწყო მისი საყვარელი საქმიანობის განხორციელება.
- 1 წელი რუსეთში, ქალაქ მოსკოვში მღეროდა.
- სენაკში 4 წელი, ხოლო თბილისში 5 წელია აქვს საკუთარი საბავშვო სტუდია “მაჟორი” სადაც თვითონვე არის სიმღერის პედაგოგი.
- ბაია ძალიან მხიარული, აქტიური, ნიჭიერი და კომუნიკაბელური ადამიანია. მას აქვს რამოდენიმე სტუდიური ჩანაწერი სიმღერა და ვიდეო კლიპი. ბოლო ასეთი ნამუშევარი ჩაიწერა სტუდია “ინსაუნდი”-ში “დავბრუნდები” რომელიც ეძღვნება ემიგრანტებს.
- ბაიას ძალიან დიდი გეგმები და იდეები აქვს სამომავლოდ. ფიქრობს ბევრი ახალი სიმღერის ჩაწერას და თავისი სტუდიის “მაჯორი”-ს სოლო კონცერტის გაკეთებას ახლო პერიოდში.